პირველკურსელთა საზეიმო მიღება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


პირველკურსელთა საზეიმო მიღება

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა, კლუბში „NIGHT OFFICE“ პირველკურსელებისთვის საზეიმო მიღება „WELCOME PARTY“ მოაწყო.

 

საღამოს პირველი ნაწილი თეატრალიზებული იყო. რექტორმა და ყველა სკოლის დეკანმა სიტყვით მიმართა სტუდენტებს და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. უნივერსიტეტის კურდამთავრებულებმა პირველკურსელებს გადასცეს ჩირაღდანი, როგორც სიმბოლო ესტაფეტის მიღებისა. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ყველა პირველკურსელმა უნივერსიტეტის საერთაშორისო ჰიმნის ფონზე, სტუდენტად აღიარების ნიშნად ყელზე ამულეტები გაიკეთეს.

 

შემდეგ, გაიმართა კონცერტი. სტუდენტების წინაშე წარსდგა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ცნობილი მომღერალი ლევან კბილაშვილი. პირველკურსელთა საზეიმო მიღება დისკოტეკით დასრულდა.