კრიმინოლოგიის ინსტიტუტისა და დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის 2013 წლის ანგარიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კრიმინოლოგიის ინსტიტუტისა და დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის 2013 წლის ანგარიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტისა და დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის 2013 წელს ერთობლივად განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

 

ანგარიში დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მალხაზ ბაძაღუამ – დანაშაულობის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, ჟურნალ „კრიმინოლოგი“–ს მთავარმა რედაქტორმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა;

 

პროფესორმა მალხაზ ბაძაღუამ ასევე წარადგინა სამეცნიერო–პრაქტიკული ჟურნალ „კრიმინოლოგი“–ს №1 (7–8) და გენერალ–ლეიტენანტ, პროფესორ ჯემალ გახოკიძის წიგნი „ბეწვის ხიდზე“.

 

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად წარდგენას დაესწრნენ და განხილვაში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმა და დარგის სპეციალისტებმა.