„ახალგაზრდული ელ.პორტალი STUDINFO.GE“ ის შეხვედრა სტუდენტებთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


„ახალგაზრდული ელ.პორტალი STUDINFO.GE“ ის შეხვედრა სტუდენტებთან

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო ახალგაზრდული ელექტრონული პორტალი „STUDINFO.GE“-ს წარმომადგენლების შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან. შეხვედრის მიზანი იყო „STUDINFO.GE“-ს ვებ-გვერდის პრეზენტაცია. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმით გაიმართა. მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა სოციალურ ქსელში პროდუქციის რეკლამირება და ვებგვერდის საშუალებით ცნობადობის მოპოვება. სტუდენტებს საშუალება მიეცათ ასევე ზემოაღნიშნულ გვერდზე უნივერსიტეტის წარმომადგენელი კორესპონდენტები გამხდარიყვნენ.