სტუდენტების მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტების მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და ჰაიდენჰაიმის უნივესიტეტს (გერმანია)  შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტებს, კონკურსში გამარჯვების შედეგად შესაძლებლობა ეძლევათ სწავლა გააგრძელონ  აღნიშნულ უნივერსიტეტში ერთი სემესტრით. სწავლების პროცესი ფინანსდება გერმანული მხარის მიერ. 2014 წლის 2 ოქტომბრიდან ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტები თათია ქოქუაშვილი, ანა მელაძე, ანა ლაგაზიძე, ნანა ცინცაძე და ნიკა გეთიაშვილი გაემგზავრნენ ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტში 3 თვით. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ სერთიფიკატები. გერმანიაში დაგროვილი კრედიტები მათ ჩაეთვლებათ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში.