ევრაზიის მეორე მულტიდისციპლინარული ფორუმი, EMF 2014

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ევრაზიის მეორე მულტიდისციპლინარული ფორუმი, EMF 2014

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის (მაკედონია) და აზორეს უნივერსიტეტის (პორტუგალია) ურთიერთთანამშრომლობით ჩაატარდა ევრაზიის მეორე მულტიდისციპლინარული ფორუმი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში..

 

ფორუმი გახსნა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა. ფორუმის გახსნაზე მოხსენება წაიკითხა ბრუნელის უნივერსიტეტის კარნიკ ტავერდიმ (დიდი ბრიტანეთი).

 

სამი დღის მანძილზე ფორუმის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მსოფლიოს გამოჩენილი მეცნიერები 20 ქვეყნიდან: დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, დანია, პოლონეთი, ლატვია, ჩეხეთი, სლოვაკია, უნგრეთი, ბულგარეთი, ლიბანი, სომხეთი და სხვ.

 

ფორუმის ფარგლებში, 24 – 25 ოქტომბერს გაიმართა სექციური მუშაობა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.

 

აღნიშნული ფორუმი აღსანიშნავი იყო არა მარტო იმით, რომ მასში მოსაწილეობა მიიღეს მრავალი ქვეყნის წარმომადგენლებმა, არამედ იმითაც, რომ მეცნიერ-მკვლევარებს შესაძლობლობა მიეცათ გაცნობოდნენ მეცნიერების სხვადასხვა სფეროს მიღწევებს, გაეზიერებინად ერთმანეთისთვის საკუთარი კვლევების შედეგები და გამოცდილება.

 

ფორუმი ძალზე წარმატებული იყო. აღნიშნული ღონისძიება დასრულდა გალა სადილით.

 

პროგრამა იხილეთ აქ http://emforum.eu/index.php/ct-menu-item-11

 

https://www.facebook.com