ევრაზიის პირველი მულტიდისციპლინარული ფორუმი, EMF 2013

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ევრაზიის პირველი მულტიდისციპლინარული ფორუმი, EMF 2013


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის (მაკედონია) და აზორეს უნივერსიტეტის (პორტუგალია) ურთიერთთანამშრომლობით ჩაატარდა ევრაზიის პირველ მულტიდისციპლინარული ფორუმი.

 

ფორუმი გახსნა სასტუმროში “Holiday Inn” 2013 წლის 24 ოქტომბერს. ქართველი და უცხოელი მეცნიერების გარდა, გახნის ცერემონიალს ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ელენე ჯიბლაძე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი თამარ გამილაღდიშვილი და სხა მოწვეული სტუმრები.

 

ფორუმი გახსნა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ. მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ საქართველოს ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ცენტრის დირექტორი ელენე ჯიბლაძე, გრიგოლ რობაქიძს სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო ქემერტელიძე და ევროპის სამეცნიერო ინსიტუტის პრეზიდენტი იოვან შოპოვსკი. ფორუმის გახსნაზე მოხსენებები წაიკითხეს როჩესტერის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა კერბი კანდიფმა (აშშ) და სტენდენის უნივერსიტეტის პროფესორმა იან ვოლკენსმა (ჰოლანდია).

 

სამი დღის მანძილზე ფორუმის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მსოფლიოს გამოჩენილი მეცნიერები 35 ქვეყნიდან: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, მაკედონია, ფინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, რუმინეთი, უკრაინა, საბერძნეთი, ჩეხეთი, სლოვაკია, იორდანია, ირანი და სხვ.

 

ფორუმის ფარგლებში, 25 – 26 ოქტომბერს გაიმართა სექციური მუშაობა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.

 

აღნიშნული ფორუმი აღსანიშნავი იყო არა მარტო იმით, რომ მასში მოსაწილეობა მიიღეს მრავალი ქვეყნის წარმომადგენლებმა, არამედ იმითაც, რომ მეცნიერ-მკვლევარებს შესაძლობლობა მიეცათ გაცნობოდნენ მეცნიერების სხვადასხვა სფეროს მიღწევებს, გაეზიერებინად ერთმანეთისთვის საკუთარი კვლევების შედეგები და გამოცდილება.

 

ფორუმი ძალზე წარმატებული იყო. აღნიშნული ღონისძიება დასრულდა გალა სადილით.

 

პროგრამა იხილეთ აქ http://emforum.eu/index.php/programme