მინდია ცეცხლაძე - ფილოლოგიის დოქტორი, ნიცშეს ტექსტების მკვლევარი და მთარგმნელი, პოეტი, ვაჟა-ფშაველას პრემიის ლაურეატი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
დაიბადა 1987 წლის 14 თებერვალს, ქალაქ ბათუმში.
2003 წელს დაამთავრა ბათუმის ინფორმაციული ტექნოლოგიების ლიცეუმი და მიიღო ინფორმაციული ტექნოლოგიების ოპერატორ-პროგრამისტის კვალიფიკაციის სერთიფიკატი.
2008 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აიღო საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის ბაკალავრის დიპლომი.
2010 წელს გაწევრიანდა საქართველოს მწერალთა კავშირში.
2011 მიენიჭა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია.
2013 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აიღო ლიტმცოდნეობის მაგისტრის დიპლომი. 2013-2014 წლებში იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ჟურნალის - „ინტეგრალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და რედაქტორი.
2014 წელს შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში მინდია ცეცხლაძის პროექტმა აიღო 85.5 ქულა.
2017 წლის 17 თებერვალს უმაღლესი შეფასებით დაიცვა დისერტაცია თემაზე „რელიგიურ-ფილოსოფიური დისკურსი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის ქართულ პოეზიაში“ და გახდა ქართული ფილოლოგიის დოქტორი. ხელმძღვანელი - ნანა ტრაპაიძე, თანახელმძღვანელი - მანანა თანდაშვილი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი.
2018 წლიდან არის მიწვეული ლექტორი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში, საგნისათვის „აკადემიური წერა“,
2019 წელს იყო მოწვეული ლექტორი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში, საგნისთვის: „საზოგადოების ტიპები და მედია“.
2023 წლიდან არის მიწვეული ლექტორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე „ქართული ლიტერატურა და შედარებითი ლიტერატურული კვლევები“, საგნისათვის: „ნიცშე და მე-20 საუკუნის ტექსტის თეორიები“.
2024 წელს მის მიერ ქართულად პირველად ითარგმნა ფრიდრიხ ნიცშეს „მორალის გენეალოგიაზე“.
2024 წელს მონაწილეობდა ვაიმარში გამართულ 2 კონფერენციაში, რომლებიც ნიცშეს ეძღვნებოდა.
2025 წელს იყო მიწვეული ლექტორი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საგნებისთვის „აკადემიური წერის საფუძვლები“ და „ქართული ენის სპეციალური კურსი და აკადემიური წერის საფუძვლები“.
მინდია ცეცხლაძეს ინტელექტუალურ, სამეცნიერო და შემოქმედებით კონკურსებში მიღებული აქვს 16 სიგელი/სერთიფიკატი/დიპლომი, გავლილი აქვს 11 საკვალიფიკაციო კურსი/ტრენინგი, არის 1 წიგნის რედაქტორი 4 წიგნის რეცენზენტი. გამოქვეყნებული აქვს 19 სტატია, მათგან 4 რეცენზირებად და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში. მონაწილეობდა 21 კონფერენციაში, მათგან 18 არის საერთაშორისო. ამჟამად აგრძელებს ნიცშეს ფილოსოფიის კვლევას.