დაიბადა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კვაშტაში, 1963 წლის 28 თებერვალს.
1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
2016 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა, დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2018 წელს აირჩიეს ასოცირებულ პროფესორად. მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა ტრეინინგ და სასწავლო კურსებში, ადგილობრივ და საერთაშორისო ფორუმში და კონფერენციებში.
2014 წელს გაიარა სპეციალური მომზადების კურსები პოლონეთში, კრაკოვის საზაფხულო სკოლაში.
2003 წელს სტაჟირებას გადიოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან-ფრანცისკოს ჰეივორდის უნივერსიტეტში.
1998-2005 წლებში მუშაობდა შპს “რესპუბლიკური ნარკოლოგიურ ცენტრში“მთავარ ექიმად, შემდგომ დირექტორად;
2005-2006 წლებში იყო სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის უფროსი;
2006-2012 წწ იყო შპს “ნარკოლოგიური ცენტრის“ექიმი ნარკოლოგი, განყოფილების გამგე, მთავარი ექიმი;
2011-2012 წლებში იყო შპს “ლევგორი“-ს აღმასრულებელი დირექტორი.
2014-2017 წლებში გახლდათ აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.
2017 წელს - ასრულებდა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობას.
2016-2017 წლებში იყო შპს “ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი“-ს დირექტორი.
2017 წლიდან დღემდე არის ქედის მუნიციპალიტეტის მერი.
1994 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2016 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.
კითხულობს ლექციებს საგნებში: მენეჯმენტის საფუძვლები, ბიზნესის საფუძვლები, ჯანმრთელობის პოლიტიკის ძირითადი სტრატეგიების განვითარება თანამედროვე მსოფლიოში.
კვლევის სფეროს წარმოადგენს სოციალური უზრუნველყოფის სისტემის რეგიონული პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების ძირითადი მიმართულებები.
ამჟამინდელ სამეცნიერო-კვლევით ინტერესებს წარმოადგენს: სამედიცინო ბაზრის თავისებურებები.
არის ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის წევრი, საქართველოს ნარკოლოგთა ასოციაციის წევრი და ჟურნალ “თერაპია საქართველო“-ს სარედაქციო კოლეგიის წევრი.
რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი. არის ასევე დამხმარე სახელმძღვანელოების თანაავტორი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.