დაიბადა 1980 წლის 10 აგვისტოს, ხულოს მუნიციპალიტეტში.
2002 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2018 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი.
2004 და 2005 წლებში ჩააბარა ადვოკატთა და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით, ხოლო 2013 წელს - მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით.
2020 წლიდან დღემდე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მე-5 მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 2016-2020 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მე-4 მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
2016 - 2017 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქციის ერთ-ერთი ავტორი.
2015 წლიდან არის ევროპის რეგიონთა ასამბლეის რეგიონული ექსპერტი.
2002-2004 წლებში იყო ხულოს რაიონული საკრებულოს წევრი.
არის სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ დამფუძნებელი წევრი.
2005-2012 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. 2011 - 2012 წლებში იყო შპს „ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი“-ის არბიტრი.
2013-2014 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, ხოლო 2014-2016 წლებში მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად.
2002 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. კითხულობს ლექციებს ადმინისტრაციულ სამართალსა და ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
ელ.ფოსტა davitgabaidze@gmail.com