დაიბადა 1977 წლის 19 ნოემბერს ქალაქ თბილისში.
1994 – 1998 წლებში სწავლობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში და მოიპოვა ისტორიის მასწავლებლის მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
2002- 2005 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტიკური აკადემიის სამართალმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე.
2005 – 2007 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მართვის და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე და მოიპოვა განათლების მაგისტრის ხარისხი.
2021 წელს წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი და მოიპოვა საჯარო მმართველობის დოქტორის აკადემიური ხარისხი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.
მიმდინარე პერიოდში არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი.
ხელმძღვანელობს იუვენოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.
2019 წლიდან უძღვება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლაში სხვადასხვა სალექციო კურსებს ახალგაზრდული პოლიტიკისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით.
2022 წლიდან არის ქართულ-ებრაული სკოლის „ორ-ავნერი“ დირექტორი.
2007 წლიდან 2022 წლამდე იყო სსიპ ქალაქ თბილისის #98 საჯარო სკოლის დირექტორი.
2013 წლიდან არის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი.
2016-2019 წლებში იყო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის „სკოლის თვითშეფასება განვითარებისთვის“ კონსულტანტი.
1995 წლიდან აქვს უწყვეტი პედაგოგიური, ადმინისტრაციული და სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილება საჯარო მმართველობის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და განათლების მიმართულებით.
არის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სერტიფიცირებული ექსპერტი.
არის მასწავლებელთა სერტიფიცირებული ტრენერი.
არის მონოგრაფიებისა და ათეულობით სამეცნიერო სტატიის ავტორი.
წლების მანძილზე იკავებდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციებს:
- 2004-2005 წლებში იყო ლტოლვილთა, რეპატრიანტთა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი და ასევე, ეკოლოგიური მიგრაციის სამმართველოს უფროსი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში;
- 2002-2004 წლებში იყო საშუალო განათლების სექტორის უფროსი სპეციალისტი, განყოფილების გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარე ქალაქ თბილისის განათლების განყოფილებაში.
- 2005-2007 წლებში იყო საქართველოს ხარისხის მართვის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კათედრის ხელმძღვანელი.
- 2002-2004 წლებში იყო თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი.
გიორგი მომცელიძის ორგანიზებით მოეწყო მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენცია, მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სიმპოზიუმებში, სემინარებში, საერთაშორისო ფორუმებსა და სამუშაო შეხვედრებში.
დაჯილდოებულია სხვადასხვა მედლებითა და მადლობის სიგელებით:
ახორციელებს აქტიურ საჯარო საქმიანობას:
- 2003 წელი - დამფუძნებელი, კავშირი „ახალგაზრდა ლიდერები თბილისისთვის“, მოსწავლე-ახალგაზრდობის საკრებულო;
- 2001-2003 წლები - თავმჯდომარე, განათლების არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო;
- 2000-2003 წლები - დირექტორთა საბჭოს წევრი, არასამთავრობო სექტორისა და მთავრობის ურთიერთობათა განვითარების ეროვნული ცენტრი;
- 1997-1999 წლები - მასწავლებელთა დახელოვნებისა და განათლების სისტემის მეთოდური უზრუნველყოფის ინსტიტუტის მეთოდისტი, ქალაქ თბილისის მერიის განათლების მთავარი სამმართველო.
- 1995-1997 წლები - ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს საქველმოქმედო ახალგაზრდული ორგანიზაცია „ერის მომავალი“.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.