გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირებისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა დოქტორი, ნინო ცხოვრებაშვილი, 2026 წლის 11 სექტემბერს საფრანგეთის საკასაციო სასამართლოში გამართული კონფერენციის — „მართლმსაჯულება და დემოკრატია“ — მუშაობაში მონაწილეობდა. კონფერენცია მართლმსაჯულების ლეგიტიმურობის საკითხებს მიეძღვნა.
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) პრეზიდენტმა - კოენ ლენარტსმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) პრეზიდენტმა - მატიას გიომარმა და საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს პირველმა თავმჯდომარემ - კრისტოფ სულარმა, კონფერენციის მონაწილეებს ევროპულ სივრცეში მართლმსაჯულების ფუნქციონირების შესახებ თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს.
კონფერენციაზე, ასევე, დაისვა საკითხი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში სასამართლოს ფუნქციონირებისა და ორგანიზაციული მოწყობის შესახებ.
დასასრულ, სამივე სასამართლოს თავმჯდომარემ დაადასტურა ერთი საერთო ამოცანა: ეროვნული სამართლებრივი ტრადიციების მრავალფეროვნების პატივისცემის პარალელურად მართლმსაჯულებისადმი ნდობის შენარჩუნება.
კონფერენცია რობერ ბადენტერის ორგანიზებით გაიმართა. ეს ინსტიტუტი საფრანგეთის საჯარო კვლევითი დაწესებულებაა, რომელიც ხელს უწყობს სამართლებრივი სისტემების განვითარებასა და მეცნიერულ შესწავლას.
საფრანგეთის საკასაციო სასამართლომ 2026 წლის ოქტომბერში ხელოვნური ინტელექტის ქარტია მიიღო. Hub France IA-ს ექსპერტებმა, ინტერპროფესიული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, გაანალიზეს აღნიშნული დოკუმენტი. მის განხილვასა და ანალიზში გრუნის პროფესორი, როგორც საფრანგეთის ხელოვნური ინტელექტის საკანონმდებლო საკითხების მონიტორინგის ჯგუფის წევრი, მონაწილეობდა.
