იტვირთება...
ბიზნესისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საანგარიშო შეხვედრა

ბიზნესისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საანგარიშო შეხვედრა


მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების წინაშე 2026 წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და შედეგები წარადგინა.

 

ცენტრის ხელმძღვანელმა - თენგიზ თაქთაქიშვილმა, მიმოიხილა კვლევითი ერთეულის საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულება:

  • აკადემიური კვლევა;
  • გამოყენებითი კვლევა;
  • კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრირება.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2026 წელს განხორციელებულ სამეცნიერო საქმიანობას. წლის განმავლობაში სკოლის აკადემიური პერსონალის კვლევითი აქტივობა მოიცავს 24 სამეცნიერო სტატიას. კვლევები აერთიანებს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: გლობალური ეკონომიკა და მიწოდების ჯაჭვები, მეწარმეობა, მცირე და საშუალო ბიზნესი, ინოვაციები, კიბერუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი, მდგრადობა და მწვანე ეკონომიკა, ტურიზმი და რეგიონული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და შრომითი რესურსები.

 

შეხვედრაზე ცენტრმა ასევე წარმოადგინა საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის შედეგები, მათ შორის, ESI Postdoctoral Program-ის ფარგლებში მიმდინარე კვლევები და საერთაშორისო თანაავტორობით განხორციელებული პროექტები.

 

პრეზენტაციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო გამოყენებითი კვლევის განვითარებასა და ბიზნესსექტორთან თანამშრომლობას. ამ მიმართულების ერთ-ერთი პროექტია ბიზნესქეისების კრებული, რომელიც რეალური ორგანიზაციებისა და ბიზნესგამოწვევების საფუძველზე იქმნება. პროექტის მიზანია კვლევის, პრაქტიკისა და სწავლების დაკავშირება - კომპანიის ანალიზისა და ქეისის შექმნიდან სასწავლო პროცესში მის გამოყენებამდე.

 

საანგარიშო შეხვედრაზე ცენტრმა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს სამომავლო გეგმებიც გააცნო.