იტვირთება...
გრუნის დოქტორანტები ტეხასის A&M უნივერსიტეტში კვლევით პრაქტიკას გადიან

გრუნის დოქტორანტები ტეხასის A&M უნივერსიტეტში კვლევით პრაქტიკას გადიან

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დოქტორანტები - ანა აბესაძე და ლუკა მთიბელაშვილი, კვლევით პრაქტიკას გადიან ტეხას A&M უნივერსიტეტის განათლების ლიდერობის კვლევით ცენტრში, ცენტრის დირექტორის, რეგენტი პროფესორისა და აკადემიურ საკითხებში უფროსი ასოცირებული დეკანის, დოქტორ ბევერლი ირბის მენტორობით.

 

ბიზნესადმინისტრირების ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტებისათვის აღნიშნული კვლევითი პრაქტიკა სადოქტორო სწავლების სავალდებულო აკადემიური კომპონენტია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მათ, გაიღრმაონ კვლევითი კომპეტენციები და გაეცნონ საერთაშორისო აკადემიურ კვლევით გარემოს.

 

კვლევითი პრაქტიკა დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს, მოიცავს დამოუკიდებელ კვლევით მუშაობას, რომელსაც თან ახლავს დოქტორ ირბის აკადემიური კონსულტაციები.

 

აღნიშნული ინიციატივა გრუნის დოქტორანტებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გააფართოონ აკადემიური და კვლევითი გამოცდილება საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. ამასთან, იგი ხელს უწყობს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და ტეხასის A&M უნივერსიტეტს შორის აკადემიური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

 

პრაქტიკის წარმატებით დასრულების შემდეგ დოქტორანტები მიიღებენ ტეხას ა&მ კვლევითი ცენტრის მიერ გაცემულ ოფიციალურ სერტიფიკატს.