2026 წლის 17 ოქტომბერს გრუნისა და CORE აკადემიას (ჰონგ კონგი, ჩინეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ქართველ და ჩინელ, აგრეთვე, აკადემიის წევრ მსოფლიოს ათობით ქვეყნის მეცნიერთან თანამშრომლობას, სამეცნიერო და პრაქტიკული ღონისძიებების დაგეგმვასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად.
მემორანდუმის ოფიციალურად გაფორმებასთან ერთად პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ აკადემიის წევრებისათვის წაიკითხა საჯარო ლექცია: “ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა - ერთი სარტყელი, ერთი გზა - ინიციატივის ფარგლებში და გლობალური ტურბულენტობის ფონზე”.
2026 წლის მონაცემებით, CORE აკადემიას 60-ზე მეტი ქვეყნის 250-ზე მეტი არჩეული წევრი (Fellow) და 600-ზე მეტი წევრი ჰყავს. მათ შორის, მისი წევრები არიან ნობელის ლაურეატებიც, მაგალითად, ფილიპ აგიონი, 2025 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში. აკადემიას ცენტრები აქვე ჩინეთის 5 დიდ ქალაქში: კუნშანიში (ძრავები და ენერგოსისტემები), ჭუძიში ( მასალათმცოდნეობა), ურუმჩიში (მწვანე ენერგია), შენჟენში (კვლევითი ინსტიტუტი), ასევე, ოფისი სიანში და სათავო ოფისი ჰონგ კონგში.
