2026 წლის 15 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, სტომატოლოგიის სკოლის ორგანიზებით, გაიმართა სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია: „ინტერდისციპლინური მიდგომები პრაქტიკულ სტომატოლოგიაში“.
სტუდენტებმა კონფერენციაზე წარადგინეს საინტერესო მოხსენებები თანამედროვე სტომატოლოგიის სხვადასხვა მიმართულების აქტუალური საკითხების შესახებ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პროფესიული მოსაზრებები და გამოცდილება.
კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა სამეცნიერო ცოდნის გაზიარების, პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერის მიზნით.
