იტვირთება...
საერთაშორისო კლინიკური როტაცია შეერთებულ შტატებში

საერთაშორისო კლინიკური როტაცია შეერთებულ შტატებში


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტები - ანა ზაგაშვილი და თეკლა ხორნაული, გრუნის დაფინანსებით, მონაწილეობდნენ საერთაშორისო კლინიკური როტაციის პროგრამაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

პროგრამა განხორციელდა საერთაშორისო ორგანიზაციის - AMOpportunities, ფარგლებში და მიმდინარეობდა 2026 წლის 6 აპრილიდან 1 მაისამდე.

 

კლინიკური როტაციის განმავლობაში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ამერიკული ჯანდაცვის სისტემის მუშაობის სტანდარტებს, დაკვირვებოდნენ ნევროლოგიის თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკას და მრავალფეროვან სამედიცინო გარემოში მიეღოთ მნიშვნელოვანი პროფესიული და აკადემიური გამოცდილება, განევითარებინათ კარიერული შესაძლებლობები.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი კვლავაც დაუჭერს მხარს სტუდენტების საერთაშორისო აკადემიურ აქტივობასა და პროფესიულ განვითარებას.