გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის სკოლის დოქტორანტის სოფიო ბარნაბიშვილის დისერტაციის საჯარო დაცვა თემაზე: „მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია: საკუთრების უფლებისა და მფლობელობის თანაფარდობა“.
დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა სამართლის დოქტორი, პროფესორი ზურაბ ძლიერიშვილი. საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტმა შესაძლებლად ჩათვალა, სოფიო ბარნაბიშვილს მიენიჭოს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.
