იტვირთება...
სამართლის სკოლა - Teen Academy-ის მონაწილე

სამართლის სკოლა - Teen Academy-ის მონაწილე


გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დასრულდა პროექტი მოსწავლეებისათვის „Teen Academy”.

 

პროექტის ფარგლებში სამართლის სკოლამ სასწავლო - შემეცნებითი და პრაქტიკული ელემენტებით დატვირთული პროგრამა შესთავაზა მოსწავლეებს.

 

ორი დღის განმავლობაში მიმდინარე ტრენინგები სამართლის დარგობრივი საკითხების გაცნობას დაეთმო, მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მედიაციის ცენტრისა და კრიმინალისტიკის ლაბორატორიის სიმულაციური აქტივობები, რომლებსაც უძღვებოდნენ გრუნის მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორანტი ნინა გერსამია და გამომძიებელი, დოქტორანტი გიორგი კვარაცხელია. სწავლების პროცესი კონკურსით დასრულდა. გრუნის მედიაციის ცენტრის მხარდაჭერით, მოსწავლეებმა მოამზადეს და პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების წინაშე წარადგინეს მიზნობრივი პროექტები.

 

კონკურსის გამარჯვებული გახდა - თანანა კანკია, თბილისის №142 საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელსაც გადაეცა უნივერსიტეტის 100%-იანი სასწავლო გრანტი, ხოლო პროექტის ყველა მონაწილემ 20%-იანი სასწავლო გრანტი მიიღო.