უნივერსიტეტში ჩატარდა მეცნიერ-ხელმძღვანელების ფასილიტაციის სესია, რომელსაც გაუძღვა პროფესორი ვახტანგ ჭარაია. მან სესიის მონაწილეებს გააცნო საკუთარი გამოცდილება დოქტორანტთან სამეცნიერო-საკონსულტაციო მუშაობის შესახებ. გაიმართა დისკუსია და მეცნიერ-ხელმძღვანელებმა ერთმანეთს გაუზიარეს ქეისები პირადი გამოცდილებიდანაც. გარდა ამისა, პროფესორ მამუკა თავხელიძის ინიციატივით სესიაზე განიხილეს დოქტორანტურის ახალი საკვალიფიკაციო ჩარჩოს მოთხოვნები და წამოაყენეს ინიციატივები ამ ჩარჩოს ეფექტიანად განხორციელების თაობაზე. აღნიშნული ინიციატივები, რეაგირებისთვის, გადაეცა ადმინისტრაციას.
ფასილიტაციის სესიის მუშაობაში მონაწილეობდნენ პროფესორები - მამუკა თავხელიძე, მერაბ ტურავა, ზურაბ ძლიერიშვილი, ვალერი ხრუსტალი, მიხეილ გოგატიშვილი, თამარ გამსახურდია, თეა სამჭკუაშვილი, ვასილ კიკუტაძე, მალხაზ ბაძაღუა, გულნაზ გალდავა.
