იტვირთება...
გრუნიში გარე მობილობა იწყება

გრუნიში გარე მობილობა იწყება

სტუდენტი, რომელიც მოიპოვებს მობილობის უფლებას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, 2026 წლის 16 თებერვლიდან 18 თებერვლამდე ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ-გვერდზე https://mob.ini.ge/online-register/mobility (გააქტიურდება 16 თებერვალს, 15:00 სთ-ზე.)

 

სტუდენტმა ონლაინ რეგისტრაციის პროცესში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობა (აუცილებელია ორივე მხარე)
  • სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობა (ვაჟებისთვის);
  • ატესტატი (საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის);
  • ბაკალავრის დიპლომი;
  • ნიშნების დანართი (სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის; უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტიკურობის შესახებ);
  • აკადემიური ცნობა კრედიტებისა და შეფასებების მითითებით;
  • 1 ფოტოსურათი (3X4);
  • უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ სამართლებრივი აქტი;
  • სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი დოკუმენტები; (არსებობის შემთხვევაში)
  • სარეგისტრაციო საზღაურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. (რეგისტრაციის საფასური შეადგენს 40 ლარს. აუცილებელია ქვითარზე სრულად ჩანდეს გადამხდელის რეკვიზიტები. გადახდის დროს დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის პირადი ნომერი, სახელი, გვარი)

 

თანხის გადახდა შესაძლებელია მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკი

საბანკო კოდი (მფო) - TBCBGE22

მიმღების დასახელება - შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

საიდენთიფიკაციო კოდი - 200002120

ანგარიშსწორების ანგარიში - GE87TB0655236020100004

 

 

არასრული დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში თქვენი განაცხადი დახარვეზდება.

 

იხილეთ რეგისტრაციის ინსტრუქცია https://www.youtube.com/watch?v=8orQ2hssk0w&t=1s

 

საკონტაქტო პირი:

ხატია მარკოზაშვილი

ელ-ფოსტა: khatia.markozashvili@gruni.edu.ge

დავით თარაშვილი

ელ-ფოსტა: d.tarashvili@gruni.edu.ge;

ტელ: +995 32 38 44 06 (126)