ბაკურიანში წარმატებით დასრულდა არითმიის ზამთრის სკოლა, რომელიც განხორციელდა საერთაშორისო პროგრამა - Erasmus+ - ის პროექტის - LIFESTREND, ფარგლებში.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის მიმართულების სტუდენტებმა საერთაშორისო პროექტში მონაწილეობით გაიღრმავეს ცოდნა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესახებ და შეიძინეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები არითმიული დაავადებების მართვის საკითხებზე.
სტუდენტებმა სწავლასთან ერთად დაისვენეს და ახალი მეგობრებიც შეიძინეს.
ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
პროექტში მედიცინის სკოლის სტუდენტების მონაწილეობა სრულად დაფინანსდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ.
