გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა კიდევ უფრო აფართოებს საერთაშორისო ინტეგრაციის პროცესს.
2025 წლის მიწურულიდან 2026 წლის მარტამდე პერიოდში, მედიცინის სკოლა გახდა ისეთი წამყვანი ევროპული სამედიცინო განათლების ასოციაციების წევრი, როგორიცაა:
- „ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია“ (AMEE).
- „ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაცია“ (AMSE).
- „სამედიცინო მეცნიერებების მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია“ (IAMSE).
- „ევროპის სიმულაციის საზოგადოება“ (The Society for Simulation in Europe – SESAM).
აღნიშნული ორგანიზაციების წევრობით, უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა კიდევ უფრო ამყარებს თავის ადგილს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, ქმნის ახალ პლატფორმებს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ზრდის პერსპექტივის უზრუნველყოფისთვის - საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისთვის გლობალური საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისად.
