იტვირთება...
გრუნის სტუდენტის საერთაშორისო წარმატება

გრუნის სტუდენტის საერთაშორისო წარმატება

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტმა - მარიამ ანთიძემ, წარმატებით დაასრულა ჰარვარდის უნივერსიტეტის სასწავლო ონლაინკურსი “American Government: Constitutional Foundations”, რომელსაც უძღვებოდა ჰარვარდის კენედის სკოლის პროფესორი - თომას პატერსონი.

 

აღნიშნული კურსი შეისწავლის ამერიკის კონსტიტუციური სისტემის საფუძვლების შესავალს, განმარტავს, როგორ აყალიბებს კონსტიტუცია ამერიკის სახელმწიფო მოწყობასა და დემოკრატიულ პროცესებს, ასევე, მოიცავს საკითხებს კონსტიტუციის წარმოშობის, ხელისუფლების დანაწილების, ფედერალიზმისა და პოლიტიკური ინსტიტუტების შესახებ.

 

მარიამ ანთიძემ პროგრამით გათვალისწინებული ყველა დავალება წარმატებით შეასრულა და მიიღო HarvardX Verified Certificate, რომელიც წარმოადგენს ამერიკის კონსტიტუციური მმართველობის ცოდნის აღიარების დამადასტურებელ მოწმობას.

 

ვულოცავთ და შემდგომ წარმატებას ვუსურვებთ მარიამს პროფესიულ განვითარებაში.