ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ყველასათვის“, ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) ჩაატარეს ტრენინგი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის კლინიკებში ჩართული აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობდნენ:
- ქეთევან გაბრიჭიძე - სამართლის სკოლის დოქტორანტი და დეკანის მოადგილე;
- ანი თვაური - სამართლის სკოლის მაგისტრანტი, უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრის პრაქტიკანტი.
ტრენინგზე განიხილეს: საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებით ადამიანის უფლებების ეფექტიანი რეალიზაციის, არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და შესაბამისი ინსტიტუციური რეგულირების საკითხები.
მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში გრუნის პერსონალისა და სტუდენტების ჩართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტის მცდელობას, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დაცვის კულტურის გაძლიერებასა და მაღალი ხარისხის პრაქტიკული გამოცდილების უზრუნველყოფას საგანმანათლებლო სივრცეში.
