იტვირთება...
საჯარო ლექცია: „ცირკულარული ეკონომიკა, ნარჩენების მართვა და მეწარმეობა“

საჯარო ლექცია: „ცირკულარული ეკონომიკა, ნარჩენების მართვა და მეწარმეობა“


2025 წლის 2 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა კომპანია „ტენეს“ დამფუძნებლის, სანდრო ლილუაშვილის, საჯარო ლექცია: „ცირკულარული ეკონომიკა, ნარჩენების მართვა და მეწარმეობა“.

 

მოწვეულმა სტუმარმა ლექციაზე განიხილა ცირკულარული ეკონომიკის ძირითადი პრინციპები, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომები და მეწარმეობის ტენდენციები, რომლებიც გარემოსდაცვით ინოვაციებსა და მდგრად განვითარებას უკავშირდება.

 

სანდრო ლილუაშვილმა სტუდენტებს გააცნო რეალური ბიზნესმაგალითები, პრაქტიკული გამოცდილების მნიშვნელობა ინოვაციების დანერგვისა და მდგრადი/ეკოლოგიურად პასუხისმგებელიანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

 

ღონისძიებაზე აქცენტი გაკეთდა სტუდენტების შემოქმედებითი აზროვნების განვითარების, ბიზნესგადაწყვეტილების მიღების პროცესში ინოვაციების გამოყენებისა და ეკოლოგიურად სმარტი სტრატეგიების მნიშვნელობაზე.

 

სტუდენტები გაეცნენ თანამედროვე ბაზრის საჭიროებებს და მიიღეს პრაქტიკული ცოდნა, რომელიც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული უნარების გაძლიერებას.