გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა თურქულ კომპანიასთან - „SDATAM BİLİŞİM TEKNOLOJİLERİ ve GÜVENLİĞİ LTD.ŞTİ“.
მემორანდუმის მიზანია სამეცნიერო, აკადემიური და პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერება, სტუდენტებისათვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობა და სასწავლო პროგრამების შესაბამისობაში მოყვანა თანამედროვე ინდუსტრიულ მოთხოვნებთან.
თანამშრომლობა მოიცავს:
- სტუდენტებისათვის სტაჟირების, პრაქტიკისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების შესაძლებლობების შექმნას;
- სასწავლო პროგრამების განახლებას ინდუსტრიის თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით;
- ტრენინგების, სემინარებისა და ვორკშოპების ორგანიზებას;
- ერთობლივი პროექტებისთვის ლაბორატორიული და ტექნოლოგიური რესურსების გაზიარებას;
- კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და მენტორინგის შესაძლებლობების განხილვას.
შეთანხმება ძალაშია 10 წლის ვადით და ქმნის საფუძველს უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გრძელვადიანი, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისათვის
