იტვირთება...
გრუნიში ლიდერობის პროგრამა - IYLCP, საზეიმოდ დაიხურა

გრუნიში ლიდერობის პროგრამა - IYLCP, საზეიმოდ დაიხურა


2025 წლის 28 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში საზეიმოდ დაიხურა ლიდერობის საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამა (IYLCP).

 

IYLCP გრუნისა და სინგაპურში დაფუძნებული ორგანიზაციის - Global Citizen Education Group-ის ერთობლივი პროექტია, რომელიც უკვე მეორე წელია წარმატებით ხორციელდება და განკუთვნილია IX-XII კლასების ქართველი, აზერბაიჯანელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი და ინდონეზიელი მოსწავლეებისათვის.

 

ორთვიანი პროგრამის ინტენსიური ონლაინკურსი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა. თბილისის, ქუთაისის, საჩხერის, ფოთის, უშგულის, ცაგერის, ტყიბულის საჯარო სკოლების მოსწავლეები კონკურსის წესით შეირჩნენ.

 

პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებმა, სასწავლო მოდულების შესაბამისად, განიხილეს:

  • ხელოვნური ინტელექტი და ლიდერობა;
  • დროის მენეჯმენტი და მიზნის დასახვის სტრატეგიები;
  • სტრესის მართვა;
  • ემოციური და კულტურული ინტელექტი;
  • პრობლემებისა და კონფლიქტების გადაჭრა;
  • მეწარმეობა;
  • პროექტის მენეჯმენტი;
  • ხელოვნური ინტელექტის ეთიკა

 

და შეიძინეს თანამედროვე ლიდერის აუცილებელი უნარები და კომპეტენციები.

 

პროგრამის წარმატებით დასრულება მოსწავლეებს მიულოცეს: გრუნის რექტორმა, პროფესორმა - მამუკა თავხელიძემ, Global Citizen Education Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა - ანგუს იონგიმ, პროგრამის სპიკერებმა: ხოსე რომერომ, ვახტანგ ჭარაიამ, თენგიზ თაქთაქიშვილმა, ანა აბესაძემ.

 

მოსწავლეებმა სკოლის დირექტორებს, პედაგოგებსა და მშობლებს წარუდგინეს პროგრამის განმავლობაში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება.

 

ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, რასაც მოჰყვა წარმატების ისტორიების - ტესტიმონიალების - გაზიარება.

 

ცერემონიას უძღვებოდა გრუნის რექტორის მრჩეველი - ანა აბესაძე.