გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიაციის ცენტრმა ბათუმის წარმომადგენლობაში წარმატებით ჩაატარა ინტერაქტიური ტრენინგი: „მოლაპარაკების ხელოვნება, ეფექტური კომუნიკაცია, მედიაცია“.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებისათვის თანამედროვე საკომუნიკაციო და მედიაციის უნარების განვითარებას, რაც 21-ე საუკუნის პროფესიულ სამყაროში მნიშვნელოვან კომპეტენციად მიიჩნევა.
სესიები ყველა ფაკულტეტის სტუდენტისათვის იყო ხელმისაწვდომი და მოიცავდა ოთხ ძირითად თემას:
- მედიაცია, როგორც თანამედროვე ცხოვრების წესი;
- მოლაპარაკების მნიშვნელოვანი ასპექტები და კონფლიქტის მართვა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
- აქტიური მოსმენა და ემპათიური კომუნიკაციის ტექნიკები.
ტრენინგს უძღვებოდა იურისტი, ლიცენზირებული მედიატორი, გრუნის მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელი - ნინა გერსამია და მისი გამოცდილი გუნდი.
ტრენინგის მონაწილეებმა დაამუშავეს სხვადასხვა საკომუნიკაციო სიტუაცია, ჩაერთნენ დისკუსიებში და მოლაპარაკების უნარები გამოიყენეს რეალური კონფლიქტების იმიტირების პროცესში.
ღონისძიებაში სამართლის, ტურიზმისა და საჯარო მმართველობის მიმართულების 50 სტუდენტი მონაწილეობდა.
სტუდენტთა შეფასებები:
- „ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა“;
- „იყო ძალიან საინტერესო და შედეგიანი“;
- „საჭირო და თანამედროვე ინფორმაცია 21-ე საუკუნის მოთხოვნად უნარებზე“;
- „ტრენერებმა შექმნეს მეგობრული, კომფორტული გარემო“;
- „მასალის მიწოდება იყო მარტივი, გასაგები და პრაქტიკაზე ორიენტირებული“.
