იტვირთება...
GRADUATION - 2025

GRADUATION - 2025


2025 წლის 8 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა საზეიმოდ გააცილა კურსდამთავრებულები.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი დღე უნივერსიტეტისა და კურსდამთავრებულების ცხოვრებაში - კვალიფიკაციის მინიჭების დღე! დღე, როდესაც სრულდება სწავლა-სწავლების პერიოდი და უნივერსიტეტი ანგარიშს აბარებს საზოგადოებას გაწეული შრომის თაობაზე. კურსდამთავრებულები კი ახალი ცხოვრების, ახალი გამოწვევებისა და სულ სხვა რეალობის წინაშე იმ ცოდნით წარსდგებიან, რომელიც მათ უნივერსიტეტმა მისცა!

 

განსაკუთრებული, საზეიმო და ამაღლებული იყო ეს დღე პროფესორ-მასწავლებლებისთვისაც, მათთან ერთად ამ სიხარულს იზიარებდნენ ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები!

 

უნივერსიტეტის რექტორმა - მამუკა თავხელიძემ, ყველა კურსდამთავრებულს მიულოცა სწავლის დასრულება, შემდგომი წარმატება უსურვა მათ ჩვენი ქვეყნისა და უნივერსიტეტის სასახელოდ და დეკანებთან ერთად გადასცა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომები. ამაღელვებელი იყო უნივერსიტეტის დროშის შემოტანისა და ფიცის დადების ცერემონიებიც.

 

კურსდამთავრებულებმა სითბოთი და სიყვარულით გაიხსენეს სტუდენტური წლები და ლექტორები, რომლებმაც მონდომება და ძალისხმევა არ დაიშურეს, თითოეული მათგანი სტუდენტობიდანვე წარმატებული და დამოუკიდებელი რომ ყოფილიყო.

 

საზეიმოდ გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი.

 

2024-2025 სასწავლო წლების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები დაამთავრა 284 სტუდენტმა, ბაკალავრის წოდება მიენიჭა 186 -ს, მაგისტრის - 98-ს.