იტვირთება...
გრუნის სტუდენტი ტალინის უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას

გრუნის სტუდენტი ტალინის უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის მესამე კურსის სტუდენტი, ანი დანელია, მობილობის პროგრამით - Erasmus+, ესტონეთში, ტალინის უნივერსიტეტში, განაგრძობს სწავლას.

 

გრუნის სტუდენტი 2025 წლის შემოდგომის სემესტრში ტალინის უნივერსიტეტის მმართველობის, სამართლისა და საზოგადოების სკოლაში ისწავლის.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ტალინის უნივერსიტეტთან და პროგრამა Erasmus+ - სთან, რაც სტუდენტებისათვის საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან ურთიერთობების გაღრმავების კიდევ ერთი შესაძლებლობაა.