2025 წლის 8 დეკემბერს, პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტებისათვის ჩატარდა ტრენინგი: „პლაგიატის ამოცნობა, პრევენცია და შედეგების ინტერპრეტაცია”.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტებისა და პლაგიატის რისკების შესახებ.
დეტალურად იქნა განხილული პლაგიატის გამოვლენის თანამედროვე მიდგომები და პრევენციის მაგალითები. ყურადღება დაეთმო, ასევე, Turnitin-ის სისტემაში მიღებული შედეგების სწორად ინტერპრეტირებისა და შეფასების ეთიკურ ასპექტებს. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები აკადემიური ტექსტების ავტორობის, ციტირებისა და წყაროების მართვის შესახებ.
ტრენინგს უძღვებოდა პროფესორი თენგიზ თაქთაქიშვილი. ტრენინგი ჩატარდა ინტერაქტიული ფორმატით, რაც მონაწილეებს კითხვების დასმისა და განმარტებების მიღების შესაძლებლობას აძლევდა.
აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის გაძლიერებასა და საგანმანათლებლო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებას.
