File not found.
იტვირთება...
OSCE-ს ტრენინგი აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის

OSCE-ს ტრენინგი აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის


2025 წლის 21 მაისს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი OSCE-ს ორგანიზებისა და მეთოდოლოგიის საკითხებზე.

 

ტრენინგი, ტრადიციულად, წინ უძღვის OSCE-ის საგამოცდო სესიას და მოიცავს მონაწილეთა ინფორმირებას როგორც დარგის უახლესი ტენდენციების, ისე გამოცდის ჩატარების ტექნიკური საკითხების შესახებ.

 

გრუნის პედაგოგებთან ერთად საგამოცდო მზადების პროცესში საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ. ტრენინგი ჩაატარეს გრუნის OSCE-ს კომიტეტის წევრებმა: ნინო გორდელაძემ და ზაზა ბერიშვილმა.

 

განხილულ იქნა OSCE-სთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული, ასევე, დაგეგმილი გამოცდების ჩატარების ორგანიზაციული და ლოჯისტიკური საკითხები.