იტვირთება...
გრუნის სტუდენტები ფრანგულენოვან პროექტში მონაწილეობდნენ

გრუნის სტუდენტები ფრანგულენოვან პროექტში მონაწილეობდნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი განაგრძობს თანამშრომლობას ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF), გრუნის არაერთი სტუდენტი AUF-ის პროექტების მონაწილე და პრიზიორია.

 

2025 წლის 15 და 16 მაისს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები: ნიკოლოზ ბარბაქაძე, კესო მანჩხაშვილი და სალომე ონეზაშვილი, მონაწილეობდნენ ბათუმში გამართულ ფრანგულენოვან პროექტში "პროექტების მართვის სასწავლო კურსი".

 

ტრენინგების ციკლს უძღვებოდა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტების მართვის კონსულტანტი, ტრენერი პროექტების მეთოდოლოგიების განხორციელების დარგში - ესოვე ალაბო (Essowe Abalo).

 

კურსის წარმატებით გავლის შედეგად, გრუნის სტუდენტებს გადაეცათ საერთაშორისო სერტიფიკატი.