2025 წლის 3 მარტს ბაკურიანში წარმატებით დასრულდა ზამთრის სკოლის ყოველწლიური ტრენინგი მედიცინის მიმართულების სტუდენტებისთვის.
საერთაშორისო ტრენინგებში სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად გრუნის 12 სტუდენტიც მონაწილეობდა. ახალგაზრდა ტრენერების ხელმძღვანელობით, მონაწილეებმა შეისწავლეს პირველადი დახმარებისა და არითმიული დაავადებების მართვის მნიშვნელოვანი ასპექტები - როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული.
ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
გრუნი მადლობას უხდის პარტნიორ ორგანიზაციებს ამ ინიციატივისათვის და ულოცავს ყველა სტუდენტს სასწავლო კურსის წარმატებით დასრულებას.