გამოიცა გრუნის პროფესორის - გოჩა ოჩიგავას, პოეტურ - შემეცნებითი კრებულის პირველი ტომი - „მატარებელი თბილისი - გაგრა“.
ლექსებისა და ჩანახატების წიგნი სადებიუტო კრებულია, რომელიც ავტორმა მშობლიურ აფხაზეთსა და გაგრას მიუძღვნა.
წიგნში, ასევე, გაეცნობით საინტერესო მიმოხილვას აფხაზეთთან დაკავშირებული ზოგიერთი ტერმინის, ისტორიული მოვლენისა თუ ხუროთმოძღვრული ძეგლის შესახებ.
პროექტი განხორციელდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.
კრებული მკითხველისთვის ხელმისაწვდომია ციფრულ ბიბლიოთეკაში „ივერიელი“ (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა).
ბმული კრებულის გასაცნობად: