ბიზნესისა და მართვის სკოლის დოქტორანტის ნინო საჩალელის დისერტაციის საჯარო დაცვა

ბიზნესისა და მართვის სკოლის დოქტორანტის ნინო საჩალელის დისერტაციის საჯარო დაცვა


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში შედგა ბიზნესისა და მართვის სკოლის დოქტორანტის - ნინო საჩალელის დისერტაციის საჯარო დაცვა თემაზე: „აგროტურიზმი, როგორც ტურისტული ბიზნესის მდგრადი განვითარების კომპონენტი და მისი პოტენციალი შიდა ქართლის რეგიონში

 

დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდნენ: პროფესორი თამარ ქობლიანიძე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი; პროფესორი მაია მელაძე, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი.

 

საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტმა შესაძლებლად ჩათვალა - ნინო საჩალელს მიენიჭოს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.