2024 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართა საჯარო დისკუსია: „ქართული კვალი აფხაზეთში და მისი შენარჩუნებისა და დაცვის სამართლებრივი მექანიზმები“.
ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის მიწვევით, დისკუსიას უძღვებოდა გრუნის ასოცირებული პროფესორი - გოჩა ოჩიგავა.
შეხვედრა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ მეცნიერები, რომლებმაც თავიანთი კვლევითი საქმიანობა დაუკავშირეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელ მეცნიერებას, ასევე, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორები, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების წამომადგენლები და სხვ.
გრუნის პროფესორის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:
- იუნესკო და მისი ფუნქცია კულტურული ძეგლების დაცვისა და მათი ავთენტურობის შენარჩუნების პროცესში;
- საქართველო და იუნესკო;
- ეთნოციდი - ხალხის კულტურის განადგურება აფხაზეთში და კულტურული უფლებების აღდგენის სამართლებრივი მექანიზმები;
- აფხაზეთში არსებული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლების დაცვის დროებითი ღონისძიებები;
- აფხაზეთის საკითხებზე მომუშავე ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობის სახელწიფო პროგრამა;
- აფხაზეთის ისტორიული ძეგლების ამჟამინდელი მდგომარეობა და სხვ.
შეხვედრაზე აღინიშნა ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიასა და გრუნის შორის კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობა, გამოითქვა კონკრეტული წინადადებები.
გრუნი მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკის შემსწავლელი მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.