მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი ბათუმის წარმომადგენლობაში

მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი ბათუმის წარმომადგენლობაში


2024 წლის 10 დეკემბერს სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სამართლის სკოლის აფილირებულმა პროფესორმა - ირაკლი ყანდაშვილმა, გრუნის ბათუმის წარმომადგენლობაში, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების წინაშე, წარადგინა მოხსენება: ,,მედიაცია - დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმი.“

 

მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მომხსენებელმა ისაუბრა მედიაციის როლსა და მნიშვნელობაზე, არსებულ პრაქტიკაზე და განიხილა სხვადასხვა ქეისები სამედიაციო დავების გადაწყვეტის საკითხების შესახებ.

 

სემინარს ესწრებოდა გრუნის ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ამირან მესხიშვილი.

 

შეხვედრის ორგანიზება უზრუნველყო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო - კვლევით საკითხებში, პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ და ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის საკითხებში - გულო თურმანიძემ.