გრუნის ახალი კვლევა გერმანულ გამოცემაში

გრუნის ახალი კვლევა გერმანულ გამოცემაში

გერმანულ საერთაშორისო ჟურნალში - DIZZW №92/2024, გამოქვეყნდა გრუნის ახალი კვლევა: „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ტუროპერატორების შეთავაზებებში“, რომლის ავტორები არიან გრუნის პროფესორები: გიგი ყუფარაძე, ნიკო კვარაცხელია, ასოცირებული პროფესორი - ერეკლე უგრელიძე და ასისტენტი სოფიო ლაზიშვილი.

 

ნაშრომში განხილულია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის როლი ქართველი ტუროპერატორების შეთავაზებაში. კვლევა ეხება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მომსახურების მიმწოდებლების წინაშე მდგარ გამოწვევებს. კვლევის პროცესში ჩართული იყვნენ ტუროპერატორები და არამატერიალური კულტურული სერვისების პროვაიდერები თბილისსა და ბათუმში. შედეგები ადასტურებს როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური მემკვიდრეობის თანაბარ მნიშვნელობას.

 

ავტორები ავითარებენ აზრს, რომ საჭიროა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის უფრო დიდი პოპულარიზაცია, ამ მიმართულებით საგანმანათლებლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

 

ჟურნალის ელექტრონული ვერსია