მარკეტინგული იდეების კონკურსი - “გრუნის კრეატივი“, დასრულდა

მარკეტინგული იდეების კონკურსი - “გრუნის კრეატივი“, დასრულდა


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მარკეტინგული იდეების კონკურსი - “გრუნის კრეატივი“, დასრულდა.

 

კონკურსის მიზანი იყო, უნივერსიტეტის პოპულარიზაციის მიზნით, კრეატიული მარკეტინგული კომპანიის იდეების მომზადება და წარმოდგენა.

 

საკონკურსო კომისიამ გამოარჩია სამი სტუდენტი, რომელთაც სერტიფიკატები გადასცა რექტორის მოადგილემ სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, ვახტანგ ჭარაიამ.

 

გამარჯვებული იდეების განხორციელება დაფინანსდება უნივერსიტეტის მიერ. პირველ ადგილზე გასულ გუნდს, მაკო ნანეტაშვილისა და თათია თამაზაშვილის შემადგენლობით, გადაეცემა 1000 ლარი, ხოლო მეორეადგილოსან ანა ურუშაძეს - 500 ლარი.