ბუღალტერთა კლუბი „ფორუმი“ - გრუნის პარტნიორი

ბუღალტერთა კლუბი „ფორუმი“ - გრუნის პარტნიორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლამ ააიპ „ბუღალტერთა კლუბ ფორუმთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

 

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეების ერთობლივი ძალისხმევით, სტუდენტებისათვის შემუშავდება ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები (სასწავლო კურსები/მოდულები), რომლებიც შეესაბამება ორგანიზაციის მოთხოვნებს, საზოგადოების საჭიროებებსა და შრომის ბაზრის პროგნოზებს.

 

ააიპ „ბუღალტერთა კლუბ ფორუმი“ 2019 წელს დაფუძნდა. დღესდღეობით კი კლუბი 45,000 - ზე მეტ სუბიექტს (ბუღალტრები, აუდიტორები და სხვ.) აერთიანებს.