მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელის Wendy’s Dunkin’-ისა და Subway-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
სტუდენტებთან შეხვედრაზე კომპანიის თანამშრომლებმა ისაუბრეს დასაქმების შესაძლებლობებისა და კომპანიის ახალი ინიციატივის - სტუდენტური გრანტის, შესახებ, რომელიც მოქნილ სამუშაო გრაფიკს, მზარდ საბონუსე სისტემას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და რაც მთავარია, სწავლის დაფინანსებას (1200 ლარის ოდენობით) სთავაზობს ახალგაზრდებს.
შეხვედრა გაიმართა სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებით.