ვარდისფერი ოქტომბერი გრუნიში

ვარდისფერი ოქტომბერი გრუნიში


2024 წლის 24 ოქტომბერს, ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში, ონკოპაციენტთა ორგანიზაციებმა -„ევროპა დონა ჯორჯიამ“ და „ჰოუფმა“, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართეს საინფორმაციო შეხვედრა ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების შესახებ.

 

შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნულ დაავადებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და საყურადღებო საკითხები: კიბოს პრევენცია, სკრინინგის როლი და მნიშვნელობა, კიბოს დიაგნოზის ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობის საყოველთაო ხელმისაწვდომობა;

 

შეხვედრას უძღვებოდნენ „ევროპა დონა ჯორჯიას“ წარმომადგენლები: პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი, ვიცე პრეზიდენტი - ნინო ციხისელი და საბჭოს წევრი - სოფო ართილაყვა. ანა მაზანიშვილმა სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია სკრინინგის მნიშვნელობისა და ამ უმნიშვნელოვანეს კამპანიაში ჩართულობის აუცილებლობის შესახებ.

 

ნინო ციხისელმა სტუდენტებს გააცნო ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ისაუბრა იმ მიღწევებზე, რასაც ონკოპაციენტებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად მიაღწიეს.

 

შეხვედრის მსვლელობისას სტუდენტებმა დასვეს საინტერესო შეკითხვები და ორგანიზაციის წევრებისაგან მიიღეს ამომწურავი პასუხები.