სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!

სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველთათვის ა/წ 20-21 სექტემბერს ჩატარდება მისაღები გამოცდა (გასაუბრება) -სპეციალობაში.

 

 პროფესიული გამოცდა/გასაუბრების თარიღები:

 

სამართლის სკოლა:

სამართალი

21 სექტემბერი, 15:00 სთ, აუდიტორია 203;

 

საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა:

საჯარო მმართველობა

20 სექტემბერი, 13:00 სთ, აუდიტორია 203;

 

ბიზნესისა და მართვის სკოლა:

ბიზნესის ადმინისტრირება

20 სექტემბერი, 15:00 სთ, აუდიტორია 102;

 

ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა:

პოლიტიკური ფილოსოფია

20 სექტემბერი, 14:00 სთ, აუდიტორია 203.

 

ტესტირება უცხო ენაში ტარდება ა/წ 21 სექტემბერს.

  • სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების დროს დგინდება უცხო ენის ფლობის დონე, რომელიც ითვალისწინებს დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით პროგრამაზე პირის მიერ ინგლისური ენის ცოდნას არანაკლებ B2 დონეზე ან ერთ-ერთი დასავლეთ ევროპული სხვა უცხოური ენის ცოდნას არანაკლებ B2 დონეზე და ინგლისურ ენის ცოდნას არანაკლებ B1 დონეზე.
  • უცხო ენის გამოცდისაგან თავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენ სერტიფიკატს სტანდარტიზებული ტესტირების შედეგების შესახებ არანაკლებ B2 დონის შეფასებით ან სწავლობდნენ და აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვთ უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.

 

გამოცდების შედეგები ცნობილი გახდება ა/წ 21 სექტემბერს.

სამართლებრივი ხელშეკრულების გაფორმება უნივერსიტეტსა და დოქტორანტობის კანდიდატებს შორის - 2024 წლის 25 სექტემბერიდან 27 სექტემბრის ჩათვლით.

რექტორის ბრძანება სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ - არაუგვიანეს 2024 წლის 1 ოქტომბრისა.

 

აპლიკანტი უფლებამოსილია გაასაჩივროს გასაუბრების/ტესტირების შედეგები გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

 

საკონტაქტოპირი:
ხატია მარკოზაშვილი
ელ-ფოსტა: khatia.markozashvili@gruni.edu.ge

 

დავით თარაშვილი
ელ-ფოსტა:d.tarashvili@gruni.edu.ge;
ტელ: +995 32 38 44 06 (126)