გრუნის კონფერენცია სკოლის ექიმთა უწყვეტი პროფესიული განათლებისათვის

გრუნის კონფერენცია სკოლის ექიმთა უწყვეტი პროფესიული განათლებისათვის


გრუნი განაგრძობს საქმიანობას სკოლის ექიმთა უწყვეტი პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით.

 

უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ ლიანა სირაძის ინიციატივითა და საქართველოს სკოლის ექიმთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა აჭარის სკოლის ექიმთა მულტიდისციპლინური კონფერენცია - პედიატრიის აქტუალური საკითხები. შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე, ესწრებოდნენ.

 

კონფერენციაზე განიხილეს სასკოლო მედიცინის აქტუალური საკითხები, სასუნთქი სისტემის უხშირეს დაავადებათა დიაგნოსტიკა და მართვა ბავშვებში, ბავშვთა და მოზარდთა ზრდა -განვითარებისთვის სკოლაში სასმელი წყლის, კვების მნიშვნელობა, ბავშვთა ასაკის ფსიქოემოციურ-ნევროლოგიური სტატუსი, ზღვარი ნორმასა და პათოლოგიას შორის და სხვ.

 

“...პროექტი უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება და ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. სკოლის ექიმის როლი და მათი საქმიანობა უმნიშვნელოვანესია სკოლის მოსწავლეების განათლების, განვითარების და ჯანმრთელობის დაცვის პროცესში, მადლობა გრუნისა და თითოეულ სამედიცინო პერსონალს გაწეული შრომისთვის და ყოველდღიური საქმიანობისთვის" - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ სიტყვით გამოსვლისას.

 

აღნიშნულ კონფერენციას მინიჭებული ჰქონდა უწყვეტი პროფესიული განათლების სახელმწიფო აკრედიტაცია.