გრუნის პროფესორი - ევროკავშირის საერთაშორისო ტრენინგზე ლისაბონში

გრუნის პროფესორი - ევროკავშირის საერთაშორისო ტრენინგზე ლისაბონში


გრიგოლ რობაქიძის საახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, გრუნის მედიცინის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი - ლიანა სირაძე, შესარჩევი კონკურსის საფუძველზე, 2024 წლის ივლისში მიიწვიეს ლისაბონში, ევროკავშირის საერთაშორისო ტრენინგ-სწავლებაზე, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის, ზრდა-განვითარების, დაავადებათა პრევენციისა და მკურნალობის საკითხებს შეეხებოდა.

 

ლიანა სირაძის მიერ საერთაშორისო ტრენინგზე წარდგენილმა პროექტმა, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობას მიეძღვნა, მონაწილეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ექსპერტების მიერ გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობისა და მათ პროექტებში გრუნის პროფესორთა მონაწილეობის სურვილი.