გრუნი - ერთიანი ეროვნული სამეცნიერო ბაზის შექმნის პროცესში

გრუნი - ერთიანი ეროვნული სამეცნიერო ბაზის შექმნის პროცესში


მიმდინარე წლის 8 ივლისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის უმაღლესი განათლების საკონსულტაციო საბჭოს სხდომა. განიხილეს ერთიანი ეროვნული სამეცნიერო ბაზის შექმნის საკითხი.

 

შეხვედრას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი ესწრებოდა, ძირითადად, სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის ხელმძღვანელები. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სახელით დისკუსიაში მონაწილეობდა გრუნის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი გოჩა ოჩიგავა.

 

განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა:

  • ქართველ მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის უკეთ წარმოჩენის შესაძლებლობა;
  • სამეცნიერო შრომების ერთ სივრცეში გაერთიანებისა და მათზე ღია წვდომის პერსპექტივა;
  • ერთიანი ეროვნული სამეცნიერო ბაზის შექმნა, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით;
  • ციტირების ინდექსის დადგენის უფრო მარტივი მექანიზმი;
  • ქართულენოვანი სტატიების პოპულარიზაცია სამეცნიერო საზოგადოებაში და სხვ.

 

ამ ფორმატში მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

 

უნივერსიტეტებს ეთხოვათ, წარმოადგინონ წინადადებები დასახული მიზნის მისაღწევად.