დასაქმების ახალი შესაძლებლობები გრუნის სტუდენტებს

დასაქმების ახალი შესაძლებლობები გრუნის სტუდენტებს


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი საგანმანათლებლო საქმიანობის დღის წესრიგში მუდმივად განიხილავს სტუდენტთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების საკითხებს და ამ მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას.

 

ხუთშაბათს, 24 ოქტომბერს, დიდ ბრიტანეთში გაიმართა საერთაშორისო ონლაინვებინარი - Twin's Internships & Career Skills, რომელზეც განიხილეს სტუდენტთა სტაჟირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების საკითხები, ასევე, Erasmus+, Turing Scheme და PCTO დაფინანსებული პროექტები.

 

ვებინარს ესწრებოდა გრუნის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი ხატია მარკოზაშვილი.

 

საერთაშორისო ვებინარზე სტუდენტებმა მიიღეს დასაქმების ახალი შესაძლებლობები ლონდონში, დუბლინსა და ვალენსიაში.

 

დაინტერესების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტრს.