ტრენინგი სამეცნიერო სტატიის წერისა და გამოქვეყნების შესახებ

ტრენინგი სამეცნიერო სტატიის წერისა და გამოქვეყნების შესახებ


ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენინგი გრუნის აკადემიური პერსონალისა და დოქტორანტებისთვის სამეცნიერო სტატიის წერისა და გამოცემის საკითხების შესახებ, რომელსაც უძღვებოდა ევროპული სამეცნიერო ჟურნალის პრეზიდენტი - ჯოვან შოპოვსკი.

 

ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობდნენ როგორც თბილისის, ისე ბათუმის წარმომადგენლობის პროფესორები და დოქტორანტები. ტრენინგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სამეცნიერო სტატიის წერის პრინციპები, კვლევის ჩატარების თავისებურებები, საერთაშორისო მაღალრეიტინგულ ჟურნალებში გამოცემის მეთოდები და ა.შ.

 

ტრენინგს ჯოვან შოპოვსკისთან ერთად უძღვებოდნენ დოქტორი კიტ მორისონი - განათლების სფეროში Google Scholar-ის ყველაზე ციტირებული ავტორების ტოპ ათეულის წევრი და დოქტორი დანიელ ჰიერისი - ჩიკაგოს ილინოისის უნივერსიტეტის ნევროლოგიის დამსახურებული პროფესორი, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის დამხმარე პროფესორი, ქიმიის დამხმარე პროფესორი მისურის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.