გრუნის სტუდენტები ერასმუს + -ის პროექტში მონაწილეობდნენ

გრუნის სტუდენტები ერასმუს + -ის პროექტში მონაწილეობდნენ


2024 წლის 14-25 აპრილს, ორგანიზაცია GYDA-ს ხელმძღვანელობით, ურეკში განხორციელდა პროექტი „Creativity with DigiART “.

 

„Erasmus+“-ის საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში გრუნის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: ხატია ნეკაშვილი, ლიკა ჯაფარიძე და ქეთევან ჯოჯუა მონაწილეობდნენ.

 

ხელოვნება და მისი როლი ციფრულ სამყაროში - ასეთი იყო პროგრამის მთავარი გზავნილი. ამ პროექტში გრუნის სტუდენტები ასოციაციის - „ქართველი ახალგაზრდების განვითარება”, მხარდაჭერით ჩაერთნენ. 12 დღის განმავლობაში სტუდენტები აქტიურად მონაწილებდნენ სხვადასხვა სემინარის დაგეგმვასა და მომზადებაში, გამოცდილებას უზიარებდნენ უცხოელ ახალგაზრდებს და წარმოაჩენდნენ საკუთარი ქვეყანის კულტურას.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობდა 39 ახალგაზრდა საქართველოდან, გერმანიიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და პოლონეთიდან.

 

პროექტი „Creativity with DigiART“ სრულად დაფინანსდა „Erasmus+”-ის მიერ.